ოლიგარქის ხელისუფლებას ევროკავშირი იზოლაციაში აქცევს - ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული პოლიტიკის გამო, საქართველოს ხელისუფლება გაერთიანებისგან დაფინანსებასაც ვეღარ მიიღებს, გადაიხედება ფინანსური დახმარების პროგრამები. ეს ნაწილია იმ დაუყოვნებლივი რეაქციისა, რაზეც ბრიუსელი მსჯელობს. სანქციების საბოლოო პაკეტი 2 დღეში გახდება ცნობილი. საგარეო მინისტერიალის დასრულების შემდეგ ოლიგარქის ხელისუფლება დეზინფორმაციაში უმაღლეს დონეზე ამხილეს. მკაფიოდ ითქვა, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირთან გზას უკეტავს. კიდევ უფრო ხისტი ზომების, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მომხრეა ზოგიერთი სახელმწიფო.